მაკო გომური ამბობს, რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და საქართველოს მთავრობის მისამართით ემოციურ განცხადებას ავრცელებს.
“ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა.
დავიწყეთ.
20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო.
მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუპირველესი.
რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი(დავაკოპირე, აქედან მარტო უფროსს ვიმახსოვრებ). საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა.
ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი (20 ივნისს დაზარალებულების) “მკურნალობის ამბების” მოგვარება
“აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები”
“მაკო პირადად მე…”
“შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ”
და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები.
მოკლედ, ზღაპრები.
ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი.
იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე.
ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ-ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი)
ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა.
ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები.
ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით?
საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო.
იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე.
ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯერ თქვენგან დავიწყებ.
ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.
მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ
სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები?
უბრალოდ მითხარით კი ან არა.
გახარია
24/7ზე
ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili
რაღაცები გავიწყდებათ, არა?
მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ?
რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ?
არა, არ გაქვთ.
მშვიდი ღამე
აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი “შენს გვერდით ვარ” უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს.
ასე არ გამოვა” – წერს მაკო გომური.
წყარო: itv.ge