2021 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია გაიზრდება. წლის ბოლოდან კი შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი ინფლაცია გაიზარდა.
„არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს” – აღნიშნულია ანგარიშში
წყარო: itv.ge