მიანმარის პოლიციამ ქვეყნის არჩეულ ლიდერს აუ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა

მიანმარის პოლიციამ ქვეყნის არჩეულ ლიდერს აუ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ის სასამართლომ 15 თებერვლამდე პატიმრობაში დატოვა.

ბრალდება იმპორტისა და ექსპორტის კანონების დარღვევას გულისხმობს. ასევე, უკანონო საკომუნიკაციო მოწყობილობების ფლობას.

ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო: itv.ge