ასი ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ცხრაასი ათასი ადამიანი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სოციალური დახმარების მისაღებად, ეკონომიკა დაეცა 6%-ით, წელიწადიდან 6 თვე ქუჩაში არ გვიშვებენ ცხრა საათის მერე.
და რა ხდება ამ დროს ქვეყანაში?
“დავით გარეჯი საქართველოა”, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევიდა, ხატია სიჭინავა აცრას არ გაიკეთებს.
არ შეუძლია ამ ხალხს ამბოხი და პროტესტი, უბრალოდ არ შეუძლია. სანამ ბოლომდე არ მოირყევა და დალპება ყველაფერი, გამორიცხულია რამე შეცვალონ. ასე შეცვალეს კომუნისტები და ასე შეცვალეს შევარდნაძე.
ქოცებს ასე ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ არ დალპებიან.
მე გეტყვით რა მოხდება: საბოლოოდ, კიდევ ასი წელი იქნებიან ქოცები. აქ ჩამოყალიბდება და ფესვებს გაიდგამს ქოცების დინასტია, მემკვიდრეობით გადასცემენ ერთმანეთს ძალაუფლებას – იქნება ერთი ღმერთი ბიძინა და დანარჩენები სახელები მისი.
კობახიძეს ხელაშვილი შეცვლის, ხელაშვილს ბოჭორიშვილი, ბოჭორიშვილს უტას ნათლული, უტას ნათლულს პოღოსას ძმაკაცი და ა.შ. შეიცვლება მარტო სახელები და გვარები.
არჩევნები საერთოდ გაუქმდება.
რატომ? იმიტომ რომ ქართველები არიან არსით, ბუნებით, განწყობით და გაგებით ქოცები, ცხოვრობენ თავიანთთვის ძალიან ბუნებრივ გარემოში, არიან ბედნიერები და კეთილები, მიუხედავად იმისა, რომ თავზე აჯვამენ. მერე რა? მთავარია დავით გარეჯი საქართველოა. ალეკო ელისაშვილი პარლამენტშია.
ალბათ ასი წლის მერე მოვა ვიღაც შერყეული და ბოლობოლო დაამხობს და მოაშთობს ამ მარაზმს. მაგრამ მანამდე, ვისაც რამის საშუალება გაქვთ, გაყარეთ თქვენი შვილები აქედან. სასწრაფოდ.
დალაგებული და ნორმალური საქართველო ჩვენ თაობას აღარასდროს ეღირსება.
ქოცებმა ზუსტად გაარტყეს და გამოიცნეს ქართველის არსი, ისევე როგორც თემურ ალასანიამ, იმ ცნობილ ვიდეოში.
ძილი ნებისა ?
სოციალური ქსელი : Leo Nafta