ფოთში საპატრულო პოლიციის შენობასთან 45 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ გურამ ახალაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე მომხდარის შემდეგ მიიმალა. 45 წლამდე გურამ ახალაიას მინიმუმ ოთხი ტყვია მოხვდა. ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მუშაობენ პოლიციელები. ცნობილია, რომ ახალაიას “ტოიოტას” მარკის ავტომანქან ესროლეს. თავდასხმას მოკლულის ქალიშვილიც შეესწრო, რომელიც მომსახურების სააგენტოში სწორედ მამამ მიიყვანა. გურამ ახალაია რამდენიმე წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ 2006 წელს მომხდარი მკვლელობაა. მეორე ვერსიით კი საქმე კრიმინალურ გარჩევას უკვაშირდება.