“ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა, ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს!”

მეგობრებო, ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქიატრი ნინო მახაშვილი წერს.

,,რა მნიშვნელობა აქვს ინფექციის კონტროლისთვის – საღამოს 9 საათზე შევიკეტებით სახლში, თუ 11-ზე?

ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ უკვე ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს!

საქართველოს მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები!ამჯერად ზოგადი სტრესული სიტუაცია ძალიან მძიმეა და კომენდანტის საათის და სხვა შეზღუდვების “მოდიფიცირება” – დათმობა კი არა, ხალხის ფსიქიკაზე ზრუნვაა!შევეცადოთ, დავზოგოთ ერთმანეთი”, – წერს მახაშვილი სოციალურ ქსელში.