“ეს თვალში ნაცრის შეყრაა ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის…”

“დღეს თუ ქვეყანაში ვითარება დამძიმება და გიორგი რურუას საკითხს სხვა ადამაინების მიმართ პოლიტიკური დევნა დაემატება, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია სრულიად ადეკევატური იქნება, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„არანაირი პროგრესი არ გვაქვს პოლიტიკური პატიმრების თემაზე. ვნახეთ, რომ ისევ ემუქრებიან და გაურკვეველია იმ პოლიტპატიმრების ბედი, რომლებიც დღეს გირაოთი არიან გამოსულები. არანაირი პროგრესი არ არის გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დღემდე გამოძიებული არ არის არცერთი კანონდარღვევა, არცერთი საჩივარი, რომელიც არჩევნებთან მიმართებით იყო. ამიტომ, ასეთ გარემოში საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება აქვს, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, სხვანაირ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდეს მომავალი არჩევნები, ეს, ჩემი აზრით, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა სამადაშვილმა.