დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოც იგივეს იტყვის

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „გირჩი – მეტი თავისუფლებას” სარჩელთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც მან აღნიშნა, ის ამ ნაბიჯს მიესალმება.

„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების”, არ სჯერათ ჩვენი. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივრეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის, იქედან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ვფქრობ, ორი აზრი ვერ იარსებებს. დისკრეცია არის დისკრეცია საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

“რეზონანსი”