დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მიგრანტებს კორონავირუსის ვაქცინით უფასოდ აცრა შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მნიშვნელობა არ ექნება იმას, აქვთ თუ არა მათ ქვეყანაში ცხოვრების ან მუშაობის უფლება.
მთავრობის განცხადებით, ვაქცინის გაკეთება საიმიგრაციო შემოწმებას არ გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3,959,784 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ვირუსს 112,798 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,950,88-ს შეადგენს.
წყარო: ptn.ge