იტალიაში 80 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 80 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ, ასაკოვანი მოსახლეობის დაცვას, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, იტალიამ მოსახლეობის ვაქცინაცია 31 დეკემბერს დაიწყო.

იტალიის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 60 მილიონს შეადგენს. ამ დრომდე იტალიაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც კოვიდის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, 1, 147 256-ს შეადგენს.

წყარო: itv.ge