Facebook-ი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად ზომებს გაამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„დღეიდან ჩვენ გავამკაცრებთ ზომებს, რათა Facebook-სა და Instagram-ზე კოვიდის ვაქცინებისა და ზოგადად პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება თავიდან ავირიდოთ. დეკემბრის შემდეგ, ჩვენ წავშალეთ კოვიდის შესახებ ყველა ის ცრუ ინფორმაცია, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები არ ეთანხმებოდნენ. დღეიდან ზომები უფრო გამკაცრდება და წაიშლება ისეთი მცდარი ინფორმაცია, როგორიცაა: კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს, ვაქცინები ეფექტური არ არის, უფრო უსაფრთხოა ვირუსით ინფიცირდე, ვიდრე ვაქცინა გაიკეთო, ვაქცინები მომწამლავია, საშიშია და იწვევს აუტიზმს” – ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: newposts.ge