მიანმარში სამხედროებმა სოციალური ქსელი Facebook-ი დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მათი განცხადებით, სოციალური ქსელი ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით დაიბლოკა.
ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: newposts.ge