ნიდერლანდებმა უცხო ქვეყნებიდან ბავშვების შვილად აყვანის პროცესი შეაჩერა

ნიდერლანდებმა უცხო ქვეყნებიდან ბავშვების შვილად აყვანის პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მთავრობამ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიდერლანდების მოქალაქეთა მიერ უცხოეთიდან ნაშვილები ბავშვების ნაწილი ბიოლოგიური მშობლებისგან შეისყიდეს ან მოიტაცეს.

გამოძიების პროცესში, შეისწავლეს 1967-1998 წლებში ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და ინდონეზიიდან ნაშვილები ბავშვების საქმეები.

წყარო: itv.ge