ერთი ქვეყანა, საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს. პანდემია უნდა დაამარცხოს მთელმა სამყარომ, მსოფლიომ, პანდემიის დამარცხების გზა რამდენიმე ძირითად მდგენელზე გადის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი არის ვაქცინაცია, რომლითაც მოცული უნდა იყოს სულ მცირე მოზრდილი მოსახლოების 70 პროცენტი.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, მომავალში ვაქცინაციის პროცესში ბავშვებიც ჩაერთონ.
,,ასევე დაიწყო სხვადასხვა კვლევა ბავშვებზე და შესაძლებელია მომავალში ვაქცინაციის პროცესში ბავშვებიც ჩაერთონ.
მეორე გზა, ეს არის შეიქმნას პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც იმოქმედებს კორონავირუსის ამ ტიპზე. ასეთი დღეს რამდენიმე ათეულია, მაგრამ კლინიკურ გამოყენებაში არის ხუთი. დიდი იმედია, რომ გვიან გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულზე უკვე გამოჩნდება პრეპარატი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება.
მესამე გზა არის იმ პრევენციული ღონისძიებების კარგად დაცვა, რასაც ჯანდაცვის სექტორი მუდმივად აჟღერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.
“რეპორტ.ჯი”