რა შემთხვევაში დაბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში და ვინ დგას გახარიას უკან?

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია.

ხაბურხა

-ივანიშვილი წავიდა?

ჩემი ინფორმაციით წავიდა. ამწუთას, მაქსიმალურად წავიდა მართვიდან. ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება პროცესები, არც ივანიშვილმა იცის და არც ჩვენ. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რაღაც ისევ უნდა მოესინჯა. როგორც თავადვე თქვა, ან გამოუვიდა რაღაცა, ან არ გამოუვიდა, რეალურად, მეტად ვეღარ წავიდა წინ, სამწუხაროდ. მთლად არ შევადარებ, მაგრამ როგორც შევარდნაძე შევიდა მოლაპარაკებაზე 23 ნოემბერს ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, გამოვიდა და წავედი სახლშიო, თქვა და დატოვა ეს ხალხი, დაახლოებით ეს მოხდა. მაშინ შევარდნაძემ ხალხი შეატოვა გადამტრიალებელ-რევოლუციონერებს და რევოლუციას და ამან ხელისუფლებში  მაინც დატოვა, მიხედეთ აწი თქვენ თავსო, დაუბარა. ახლა ან ივარგებენ, ან ვერ ივარგებენ და თუ ეს „ვერ ივარგებს“ ისევ ბიძინა ივანიშვილს დაემუქრება, მერე შეიძლება ისევ აღმოჩნდეს იძულებული, რომ დაბრუნდეს.

-შიდა დაპირისპირებებს ხედავთ უწყებებში?

-დაპირისპირება-კონკურენცია არსებობს ფუნქციურად მომიჯნავე ნებისმიერ უწყებებს შორის ზოგადად და ხელმძღვანელ პირზეა დამოკიდებული მისი განვითარება როგორ გამწვავდება და გამწვავდება თუ არა. ყველაზე პრობლემატურია გახარიას თემა, გახარია არის ასე ვქვათ, „თავად შექმნილი ადამიანი“, მის უკან არ დგას არც პოლიტიკური, არც კაპიტალურ-სოციალური ჯგუფები და ისტორიულად ფორმირებული კუთხურ-სამხარეო ჯგუფებიც კი არ დგანან და აღიარებენ მას თავისიანად… არ დგას მის უკან არაფერი გარდა პიროვნული ზედაპირული ხიბლისა და რას მოახერხებს მარტო აღმასრულებელი ხელისუფლებით, საკითხავია. პოლიტიკურად და ფორმალურად ბეწვზე კიდია ყველანაირად.

-სუსის უფროსის პირველი მოადგილე და შს მინისტრის პირველი მოადგილე მოიაზრებიან მის გუნდში…

-რა მერე? მაგატ შეიძლება მოუყვნენ ჭორები რას ამბობს მასზე კობახიძე თავის გარემოცვაში, მერე? რას იზამს? გამოვა და იტყვის? აი, სამაგიეროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების უკვე მისი ბრალია, აბა ფუნქციონალურად და პოლიტიკურად ვისი ბრალია?

-ივანიშვილმა მემკვიდრის საკითხი გადაწყვიტა? კობახიძე შეიძლება აღვიქვათ, როგორც მისი პოლიტიკური მემკვიდრე?

-ივანიშვილმა მოსინჯა რამდენად შეძლებს გაცლას. თუ პროცესები ისე წავიდა, რომ მეორე არჩევნებამდე, 2024-მდე თავი მიიტანეს და მერე 2024 წელს ისევ რაღაც პროცენტულად დარჩნენ პარლამენტი, შეიძლება ივანიშვილი ყველას დაავიწყდეს.

-მიიტანენ თავს 2024 წლამდე?

-ჩემი დღევანდელი პროგნოზით, ვერ მიიტანენ. რაც შეეხება, კობახიძეს, გახარიასგან განსხვავებით პოლიტიკური ძალაუფლება აქვს, მას პარლამენტი უჭირავს, ეს არისპოლიტიკური ძალაუფლების მთავარი მექანიზმი. მას ეს ნამდვილადაქვს, მაგრამ რამდენად აქვს ფინანსური რესურსი – ეს არ ვიცი. მეორე ჯგუფი, რომელიც ფინანსურად უფრო ძლიერად მოიაზრება და ეს არის კალაძის ჯგუფი, რამდენად ტანდემში იმუშავებს მის ჯგუფთან ერთად – ეგაც უნდა ვნახოთ. თუ ამბიციებმა დაახრჩო ყველა, იგივე მოხდება, რაც შევარდნაძის დროს. შევარდნაძემ ვერ განსაზღვრა ვინ იქნებოდა მის შემდეგ, ვერ დაასახელა – ამიტომ დაესივნენ ერთმანეთს(მეც მათ შორის), ამასობაში კი გაიმარჯვა ყველაზე გიჟმა. იმ ანდაზის არ იყოს სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადაირბინა და უკან გადმოირბინაო. სააკაშვილი მართალია სახურავზე აკეთებდა ამ გადარბენა-გადმორბენებს, მაგრამ კი იყო ხელისუფლებაში მთელი ათი წელი

-როგორ შეაფასებთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და რას ამბობენ რუსეთში ამ გადაწყვეტილებაზე?

-ჩვენ გადაჭარბება გვიყვარს. არაფერი, სტრასბურგმა თქვა 8-დან 12-მდე აგვისტომდე ომი კი მიმდინარეობდა, მაგრამ მაგ ომზე რუსეთი პასუხსარაგებსო. 12 აგვისტოს მერე რუსეთმა დაამყარა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამიტომ ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკური პასუხისმგებლობავისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისრუსეთს უნდა დავაკისროთო, ეგ არის და ეგ. წმინდა წყლის პოლიტიკური განაცხადია და სამწუხაროდ მეტში არაფერში გადაიზრდება – ტყუილია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი… ყველაზე ცუდი ისაა, რომ სტრასბურგი საერთოდ არ შევიდა მსჯელობაში იმ ნაწილში, რასაც ჰქვია – ვინ დაიწყო ომი – საერთოდ არ შეაფასა ეგ მონაკვეთი, ამოეფარა რა მის განსჯადობით დატვირთვას. მძიმე სამარტლებრივი ენიდან რომ მოვთარგმნოთ და ძალიან ხალხური ენით ვთქვათ, 8-დან 12-მდე თავს იცავდა, სანამ კონტროლს დაამყარებდაო და მერე ნამეტანი კონტროლი მოუვიდა, იმ ტერიტორიებზეც გავიდა, სადაც თვითონ არ უნდა ყოფილიყოო და იქ თუ რაღაცეები მოხდა, როგორც ქართული მხარე ამბობსო, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთსო. კომპენსაციებზე საუბრობენ და ის კომპენსაციები, დეპორტაციებისთვის რომ დაუწესეს, გადაიხადა რუსეთმა? აბა,მომავალში რა კომპენსაციებზეა საუბარი?

-ჩვენ გვეუბნებიან ჭურვი, რომელიც ომის დროს ცვიოდა საქართველოს ტერიტორიაზე – მთავარი მტკიცებულება იყო რუსეთის წინააღმდეგო – ამ დროს კი, ომის პერიოდი საერთოდ არ განიხილა ევროსასამართლომ და რანაირად არის რუსეთის მიერ ომის დღეებში ნაწროლი ჭურვი მთავარი სამხილი?

-8-დან 12-მდე თუ ჩამოვარდა რამე, როგორც სტრასბურგმა დაადგინა, ამაზე რუსეთი პასუხს არ აგებს. მოდი, პირდაპირ გეტყვით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური იწილო-ბიწილო, ჩვენთვის ეს არის გულის მოფხანის საშუალება. რაცშეეხება რუსეთს, რუსეთში დაიწერა, საქართველომ იმდენი რამ წაგვიყენა და სტრასბურგმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილაო. კი, 8-დან ექვსი დააკმაყოფილა, მაგრამ იქ ის 2 იყო მთავარი და იმ 2 მთავარ საკითხზე სტრასბურგმა საქართველოს უარი უთხრაო. ის 6 კი რაღაცნაირად დაუკმაყოფილა, მაგრამ მერე რა, დაუკმაყოფილა და დაუკმაყოფილაო. სტრასბურგმა ოდნავ მწვადიც დაწვა და ოდნავ შამფურიც.

თამო კეშელავა, ალია