„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
-რა შანსი აქვს ნავალნის ხელისუფლების შეცვლის? რას ფიქრობს მასზე რუსი ხალხი?
-დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთში ჰყავს უკმაყოფილო საზოგადოება, მაგრამ, ნავალნის კატასტროფული შეცდომა ეს არის მისი აშკარა კავშირის გამოკვეთა დასავლეთის სპეცსამსახურებთან. არ გენიშნათ სახლები და ფოტო და ვიდეო მასალები სახლებზე და კორუფციაზე? ახლა დრონებით იღებენ ვიდეოს და სააკაშვილი ფოტოაპარატით იღებდა. ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოებაზე მოქმედებს, მაგრამ თუ სააკაშვილს სხვისი დახმარების გარეშე უშუალოდ შეეძლო სახლების სურათების გადაღება, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება და გელენჯიკის სასახლესთან დაკავშირებული და სხვა მასალები, იმდენად ღრმა ფაქტობრივი მასალითაა დატვირთული, ზოგადად დასავლეთის და ამერიკის სპესამსახურების გარდა, ძნელად თუ მოიპოვებს ვინმე. ეს არ არის მხოლოდ ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. რუსეთი არ დაუშვებს მეორე ლენინს – ლენინზე ხომ არის ცნობილი, რომ გერმანული ფულით შევიდა პეტროგრადში არეულობის დროს და მერე უკვე ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელისუფლება ხელთ. კაცს, რომელიც პირდაპირ ამჟღავნებს თავის კავშირებს დასავლეთის სპეცსამსახურებთან, რუსეთი ლიდერად ვერ მიიღებს. შეიძლება გარე ფაქტორებიდან რაღაცეები გამოიყენო, მაგრამ ასეთ ღია გავლენის აგენტს რუსეთი ხელისუფლებაში არ მოიყვანს, თუ არსებულმა ხელისუფლებამ მომაკვდინებელი შეცდომები არდაუშვა. ნავალნის ექნება 15-20 პროცენტი,შეიძლება მაქსიმუმი 30- პროცენტამდეც ავიდეს, მაგრამ ამ პირობებში 70 პროცენტი მაინც ხელისუფლების მხარეს იქნება. ჩანს ეს აქციებზეც და თავადაც ხომ უყურებთ. ნავალნის ფიგურა საქართველოშიც კი გაორებას იწვევს. ნავალნისებრი ვითომ ლიბერალური ჯგუფები, უფრო უარესია საქართველოსთვის, ლიბერალი ხელისუფლებაში მოსვლის მერე ყველა დიქტატორზე უარესი ხდება. მარტივი მაგალითი გყავთ ბოკერია. რომ მივიდოდნენ ბოკერიასთანდა ეტყოდნენ, ამას რას შვრებიო, პასუხობდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებულიო და ამ გადაწყვეტილებას ღამის ოთხეული იღებდა სააკაშვილ-ბოკერია-მერაბიშვილ-ადეიშვილის სახით. ბოკერიამ გაიხსენოს, როგორი „ლიბერალი“ იყო ხელისუფლებაში. ლიბერალური ხაზით მოსული პოლიტიკოსები სამწუხაროდ და უმეტესად ხდებიან ყველაზე მძიმე დიქტატორები. რაც შეეხება იმის განხილვას, ნავალნიმ რაც თქვა საქართველოზე – არ შეიძლება რუსეთის მეთაური გახდეს კაცი, რომელიც იტყვის, მოდი, დავთმოთ ოკუპირებული ტერიტორიები, გავლენის სფეროები, საერთოდ ეს კავკასიაც მივაგდოთ, მერე მოსკოვს რომ მოითხოვს მორდვა, მივცეთ, უკრინაც რაღაცეებს მიიმატებს და რისი და ვისი პრეზიდნეტი უნდა დარჩეს ნავალნი? რუსეთის პრეზიდენტობა თუ გინდა, რუსეთი არის იმპერია, თავისი ინტერესებით.
-ამბობენ პუტინის ძალაუფლება შესუსტდაო, ასეა?
-საერთოდ, ხელისუფლება რაც უფრო დიდხანსაა, მით უფრო კარგავს ავტორიტეტს, როგორც ასაკოვანი ადამიანი კარგავს ძალას, ამას ვერავინ გაექცევა. რუსეთში პუტინმა აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური მემკვიდრის საკითხი, იტყვიან, არადემოკრატიულიაო, მაგრამ ეს პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობის მოთხოვნაა და აშშ-იც კი, ამგვარად დგას ეს საკითხი, თუმცა იქ ჯერჯერობით ორპარტიულობითაა შეფუთული.
ალია