სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. საუბარია ვიდეო მასალაზე, სადაც ასახულია 11 წლის გოგონას ნიშნობა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სამართლდამცველებს მიაწოდეს. არასრულწლოვნის შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების მუხლით არის მიმდინარეობს.
“რუსთავი2”