„ვის ვუღალატე – გიგი უგულავას, თუ გიგა ბოკერიას, თუ ნინო ბურჯანაძეს?“ – ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ გარეთ დარჩენილ ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნახევარზე მეტს, ვინც გარეთაა დარჩენილი, მათი მოსაზრება ვიცი და პარლამენტში შესვლა უნდათ. უბრალოდ, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ! ზოგს ამის ეშინია, ზოგს იმის ეშინია, ზოგს იმ გზის გავლის ეშინია, რაც ჩვენ გავიარეთ. ერთი რაღაცის ჩვენება გვინდოდა მე, ლევანს და ჩემს პარტიას: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა, ყველასთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ვერავინ ვერ დაგვაშანტაჟებდა, სავარაუდო „ბულინგით“.

ხანდახან გვსაყვედურობენ, რომ არ იყავით თანამიმდევრულები. ვის ვუღალატე – გიგი უგულავას, თუ გიგა ბოკერიას?! რა იყო მთავარი პრინციპი?! თუ ნინო ბურჯანაძეს ვუღალატე?! ვის ვუღალატე, ვის ღალატს მსაყვედურობენ?! საკუთარ თავს როდის ვუღალატე?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები“, – განაცხადა გადაცემა „360 გრადუსში“ ელისაშვილმა.