“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია “ტვ პირველი” ეთერში, ამბობს:
“შეიძლება არ მოგწონდეთ მელია, მაგრამ როდესაც უსტაბაშებად სასამართლო სისტემაში მურუსიძე და ჩინჩალაძე გყავს – ნდობა არსებობს? მე რომ ვიყო დამნაშავე ამ ნაბიჯზე არ წავიდოდი. რომელ სახელმწიფო გადატრიალებაზე მეუბნებით, ნუ გამაგიჟეთ რა… ადამიანებს უნდათ გაასაღონ რეალობად, რომ მე მაქვს გადასახდელი გირაო – არ მაქვს გადასახდელი. სამართლებრივ სახელმწიფოში გირაო ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვიღაცამ რაღაცა დაჯღაბნა ფურცელზე და უნდა გადავიხადო? – არ გადავიხდი, არც სასამართლოზე მივალ.
“ქართულმა ოცნებამ” თავად გადაწყვიტოს, რისი თავი აქვს.
ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – მივიღე გადაწყვეტყილება დავრჩე ბრძოლაში მართალი და ხელისუფლების ხუშტურებზე არ ვიარო. ერთი მხრივ ებრძოლო ოილიგარქიას და მეორე მხრივ დაემორჩილო – არ გამოვა. ნუ აქვს ნურავის იმედი, რომ ვინმე გირაოს შეაგროვებს, ან შეიტანს, კატეგორიულად მიუღებელი იქნება ჩემთვის.
უნდა კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოძვრეს ქართულ ოცნებას? მაშინ დაამტკიცოს, რომ გავრილოვის სკამში ჩაჯდომის გამო, უნდა გაუშვას პოლიტიკური ოპონენტი ციხეში – აქვს ამის ერთი ადგილი? გააკეთოს მაშინ, რა ელოდებოდნენ მთელი ორი წელი, ახლა გაგახსენდათ? არ გრცხვენიათ მაინც? “ქართული ოცნების” ამომრჩევლებიც კი დავარწმუნე არჩევნებზე, 1200 ბიულეტი ამოვიდა დაახლოებით, სადაც პარტიებში იყო შემოხაზული “ქართული ოცნება” და კანდიდატებში – მე. ეს ყველაფერი წყალში ჩამიყარეთ, დამალეწეთ მერე თავზე, დამიწვეს ოფისი, ვიცი ვინც არის დამნაშავე, არ სჯიან და კიდევ მე მეუბნებიან, შენ უნდა წახვიდე ციხეშიო.
ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, კი არ დავბრუნდებით, მოვალთ, დაბრუნება ნიშნავს ამ ადამიანებთან ერთად მოსვლას, მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები, ჩვენ გავიმარჯვებთ.
ხვდებიან, რომ შეკერილია ეს საქმე და ვერ უნდა დამიჭირონ, ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. დავიფიცო შემიძლია, როცა იქნება, ეს საქმე ხომ დამთავრდება და აუცილებლად გავმართლდები. სულ რომ ივანიშვილი იყოს მოსამართლე, ან მურუსიძე, მაინც გავმართლდები, მტკიცებულება არ არსებობს”
ნიკა მელია იხსენებ წინა პარლამენტის მიერ მისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას:
“მარტო ვიჯექი, რა უნდა მეკეთებია, მხოლოდ ემზარ კვიციანი მეჯდა გვერდით, რომელმაც ბავშვობის მეგობარივით შემიფარა, და ვიხედებოდი ხოლმე უკან, ჩემი მზერა “ქართული ოცნების” რამდენ დეპუტატსაც მოხვდა – ყველა თავს სწევდა, თვალებში ვერ მიყურებდა. თუ ბექა ოდიშარია იმის გამკეთებელია, რომ მეორედ მიაჭიროს ღილაკს და დამიჭიროს, გააკეთოს.
ვინც რევოლუციას აანონსებს ჩემთვისაც კი არასერიოზულია, წარმოუდგენელია და აი, ვინც არ აანონსებს, ის უფრო საშიშია. ვინც რევოლუციას არ ახსენებს, ის უფრო საშიშია…”