“ეკლესიას არ ვებრძვითო: პატრიარქს გვიგინებენ, მღვდლებს აქილიკებენ, მრევლს ბნელებს და ცხვრის ფარას გვეძახიან…” 

თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვითომ ბრძენთ, სინამდვილეში მაცდურთ…

ეკლესიას არ ვებრძვითო მაგრამ პატრიარქს გვიგინებენ, ეპისკოპოსებს ცილს წამებენ, მღვდლებს აქილიკებენ, მრევლს ბნელებს და ცხვრის ფარას გვეძახიან — ამაზე კი ვერაფერს ვიტყვი ვეთანხმები. კი ვართ “ცხვრის ფარა” და ქრისტეა მწყემსი…

აი, თქვენ ვინ ხართ, ვინაა თქვენი ამ დღეში ჩამგდები? ვინცაა რას დაგამსგავსათ, როგორ იქეცით მათ იარაღად, როგორ დაკარგეთ სახე. ვის იცავთ და რის ფასად. ვისაც იცავთ ისინი დაგცინიან, მათ ამპარტავანებას, ცინიზმს, როგორ ვერ ამჩნევთ, მათი ცბიერი სახეები ყველაფერზე მეტყველებენ…

ცილისწამება უზნეობაა, მეზღაპრეობაა, არაქრისტიანულია…

თეოლოგებად, რელიგიურ ორგანიზაციის წევრებად წარმოგვიდგებით და ვითომ საეკლესიო კანონებით მსჯელობთ, არასწორადაც ინტერპრეტირებთ, ღვთისმეტყველობთ და თავად არღვევთ საეკლესიო კანონებს და გგონიათ რასაც იტყვით ვინმეს აჯერებთ. მაგრამ მაინც თვითკმაყოფილები რჩებით…

სამწუხაროა ამ აბსურდში მოქმედი თუ ყოფილი სასულიერო პირებიც ჩაერთო, იერარქებიც მაგრამ საბედნიეროდ მათი რიცხვი მცირეა. ისინი იმიტომ ჩანან, რომ მედია აპიარებს, მედია სკანდალს ეძებს, ისინიც პოზირებენ და ეს ყეყეჩობა მოსწონთ, ამპარტავნებას შეეჩვივნენ, პოპულარობამ გონიერება დააკარგინათ. მამამთავარს განუდგნენ, მორჩილება დაავიწყდათ, ამსოფლიურში ჩაეფლნენ, ამ ყოფას შეეჩვივნენ და რაღა გასაკვირია, რომ მერე თითის ქნევაც დაუწყეს მრევლს, რომელნიც მათ აზრს არ ეთანხმებიან. თუ დასჭირდათ ტაძრის დაკეტვით და მრევლის იქ არ შეშვებითაც იმუქრებიან. იმ მრევლს ემუქრებიან ვინც ეს ეკლესიები ააგო. ამპარტავნების პიკმა ისე გააბრუათ, ქედმაღლობით კეფა უკან გაწეულები, ყელ გამოწეული მდგომარეობით სიტყვაც ვეღარ ამოსდით პირიდან კურთხევაზე მისულ მრევლს “ღმერთმა დაგლოცოთო”, რომ უთხრან. ჯვარსაც აღარ გადასახავენ. სამაგიეროდ ხელს გამოგიწვდიან, რომ ემთხვიოთ. არადა ხელზე, როგორც, მაკურთხებელი მარჯვენის მქონეს უნდა ემთხვიო და არა სხვა მიზეზით. ასეთი ამპარტავნება აურჩებთ პატრიარქთან და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებთან და ყოვლისმცოდნეებათ წარმოგვიდგებიან. ნიშნისმოგებით საუბარსაც არ ერიდებიან.

სწორედ ამაზეა ნათქვამი “ციხე შიგნიდან ტყდებაო”. მათი წაქეზებულნი და მოწონებულნი არიან ის ადამიანები რომლებმაც დღეს კითხვების კორიანტელში გახვიეს სინოდის წევრები და პროტოპრესვიტერი. წინასწარ თხოვენ იმ საკითხებზე მსჯელობას რაც სინოდმა უნდა განიხილოს. ეს ხომ აფსურდია. ვინ გეკითხებათ ან რა გესმით ამ თემების. იკმარეთ ის სივრცე რაც თქვენია და ყველგან ნუ ძვრებით. ეკლესიის წიაღში მყოფები თავად გაუმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს. რადგან წიაღში მყოფებს უკეთ ესმით შიგნით არსებული საკითხის სიღრმე და არა იმ პოპულისტებს ვინც “სიკეთის მკეთებლის მანტიით” გვევლინებიან…

მერწმუნეთ თქვენსას ვერ გაიტანთ. ტყუილად ნუ ბაქიბუქობთ. დამშვიდდით. თქვენთვისვე აჯობებს ასე. თავს იმცირებთ, ესაა თქვენი სახე. შრომის ნაყოფსაც უცილოდ მოიმკით…

“ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.

ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური” (მათე 18,6-7).”