Google Chrome-ში აღმოაჩინეს საშიში მოწყვლადობა, რომელსაც ჰაკერები უკვე იყენებენ. ამ დაუცველობის აღმოფხვრისათვის, კასპერსკის ლაბორატორიის ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლოთ ბრაუზერი 88.0.4324.150 ვერსიამდე.
ინფორმაციას საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა ავრცელებს.
„კრიტიკული დაუცველობა CVE-2021-21148 არის Google Chrome ვერსიებში პერსონალური კომპიუტერების ყველა ძირითადი ოპერაციული სისტემისთვის: Windows, MacOS და Linux. დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ეს არის მოწყვლადობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია შეტევა თავმოყრილ დინამიკურ მახსოვრობაზე (Heap Overflow), რის შედეგადაც თავდამსხმელებს შეუძლიათ შეიტანონ თვითნებური კოდი მსხვერპლის კომპიუტერზე.