ლელოს & ხაზარაძის ფანკლუბის საყურადღებოდ…- დავით ჩხარტიშვილი

ლელოს & ხაზარაძის ფანკლუბის საყურადღებოდ:

“ილიაც ბანკირი იყო” რომ გაიძახით უტიფრად, ხაზარაძესგან და ზოგადად მთელი იმ სოციალურად უპასუხისმგებლო დაჯგუფებისგან განსხვავებით, რასაც ქართული საფინასო-საბანკო კაპიტალის „მამობა“ ჰქვია და რომლებზეც ლომის წილი მოდის ჩვენი ქვეყნის გაღატაკებაში _ ილია მტკიცედ იყო დარწმუნებული, ბანკი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ “სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენის ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთ, რომელნიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივდნენ…” _ „აბა სხვაგვარად როგორო, განა კაპიტალიზმი არაა“, მოიკითხავს მავანი? სწორი ფორმულირება როდია; ნაირსახეიბაა, ერთ-ერთი ვარიაცია მხოლოდ _ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, მასაში ნაკლებად გაცნობიერებული მაგ საკითხებში, ამიტომაც ათასი ჯურის გამვლელისთვის ადვილ სამიზნედ ვიქეცით – ირონიაა ბედის რომ ამას თავისუფლების და ხალხზე ზრუნვის მანდატით სჩადიან ეს მტაცებლები… საბჭოური ფორმაციის უარყოფა არ ნიშნავს ველური კაპიტალიზმის დამკვიდრებას – ეს ერთი. მეორე, უნდა გავმიჯნოთ საწარმო, ინდუსტრიული კაპიტალი საბანკო-საფინანსოსგან – ერთი ჰქმნის, მეორე კი გვძარცვავს. გრძნობთ სხვაობას? ჰოდა სტატუსის შესაბამისად და კიდე ликбез-ი რომ არ გამომომივიდეს (სხვა ფორმატია), ამით შემოვიფარგლები. რეფრენად კი დავსძენდი რომ ნუ ეტმასნებით, ნუ სვრით ილიას, რაც შეგეძლოთ ისემც გასვარეთ ამ ქვეყნად უკვე _ ჯერ-ერთი სასაცილოები ხართ, მეორე საგნის არცოდნას ამჟგავნებთ – წერს პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა