ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში ისხდნენ ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე, და სამი არასრულწლოვანი შვილი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.