რატომ ცდება PCR ტესტი და ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა ტესტების ვარგისიანობაზე? – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და კონკრეტული ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს.
დავით ჭიჭინაძეს კითხვები აქვს ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძესთან და ამბობს, რომ „ისინი მოასხდნენ მონოპოლიურად ყველა თემას ქვეყანაში და მათ გარეშე არანაირი გადაწყვეტილებას არ იღებენ“.
„ჩემი უახლოესი მეგობარი, ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით…
უფრო სწორედ შეეწირა იმ გაუგებარ ტესტებს, რომელიც საქართველოში შემოდის.
მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ დადასტურებული კოვიდი,
თავადაც ორჯერ გაიკეთა ე.წ. PCR ტესტი, მაგრამ ორივე პასუხი იყო უარყოფითი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამძიმდა, ამ ადამიანს კოვიდის შესაბამისი პროტოკოლით არ უმკურნალეს და შედეგიც უმძიმესი დადგა…
ამიტომ, როდესაც თენგიზ ცერცვაძე ბევრი ბელეტრისტიკის შემდეგ კითხულობს, „საინტერესოა ბ-ნი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოსო“,
მოკლედ და კონკრეტულად ვუპასუხებ:
ერთი ადამიანის გარდაცვალებაც კი დანაშაულია!
იმის გამო, რომ არსებობს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ადამიანების გარდაცვალებით დასრულდა, აუცილებლად მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ტესტებთან დაკავშირებით!
კონკრეტული კითხვები არსებობს ამ მუშკეტერებად წოდებულ სამეულთან მიმართებაში, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ისინი მოასხდნენ მონოპოლიურად ყველა თემას ქვეყანაში და მათ გარეშე არანაირი გადაწყვეტილებას არ იღებენ.
პასუხი გაგვცეს შესაბამისმა უწყებამ, სად რას ვყიდულობთ, რა ხარისხის, რამდენად ეფექტურს…?!
წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს ფაქტი, რომ სახელმწიფომ ადამიანები უბრალოდ გაწირა თავისი და კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო!
ასევე ძალიან საიტერესეოა, თავად პრივილეგირებულთა კლასტერმა, თავად გამყრელუძეებმა და ცერცვაძემ რომელი ტესტებით დაიდგინეს კოვიდი, თუ პირადი გარემოცვისთვის ცალკე ტესტები აქვთ ჩამოტანილი და „ჩვეულებრივი ადამიანებისთვის“ ცალკე?!
მოკლედ, უამრავი ფაქტი გვაქვს უკვე დადასტურებული და მალე გავასაჯაროვებთ.
პასუხის გაცემა კი ბევრს მოუწევს!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.