განხილვა მიმდინარეობს აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის ერთობლივი კომიტეტის და გადაუჭრელ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საბაჟო ადმინისტრირების, ვაჭრობის და საქონლის ტრანზიტის საკითხებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.
ტვირთების მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველომ (2017 წელს) და რუსეთმა (2018 წელს) ხელი მოაწერეს შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance SA (SGS). მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუზე, როკის გვირაბის და „ყაზბეგი – ზემო ლარსის“ გავლით, ანუ დღეისათვის ერთადერთ ოფიციალურად მოქმედ საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
„რაც შეეხება 2011 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ, ის ნადვილად ჯერ ძალაში არ შესულა“, – განაცხადა რუდენკომ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მისი რეალიზების დაწყებას აფერხებს დღეისათვის არსებული უთანხმოება. ამ უთანხმოების განხილვა მიმდინარეობს აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის ერთობლივი კომიტეტის და გადაუჭრელ საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
„რუსული მხარე მიესალმება კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებას, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნას, რათა 2011 წლის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს“, – დასძინა მან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.