“სახლიდან მოგვპარეს გათბობის ქვაბი! ჩართული! – ტრავოლტა ვართ დღეს ყველა!”

ჟურნალისტი, ნინი ლონგურაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სახლიდან მოგვპარეს გათბობის ქვაბი! ჩართული!

თბილისი, საბურთალო, 2021 წელი. 9 თებერვალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

ნინი კომენტარებში დეტალებს აზუსტებს:

არაფერი არ ვიცი, როგორ, რანაირად, რა დროს… ფაქტია რომ იციან საქმე, იმიტომ რომ ჩართული იყო ქვაბი და ჩახსნეს… სავარაუდოდ ღამე მოხდა და დაელოდნენ კომენდანტის დასრულებას და მერე წავიდნენ. ან საშვიანები იყვნენ… ტრავოლტა ვართ დღეს ყველა… კარადაში დალუქული. გახსნა, ჩახსნა, მოხსნა, აიღო, დაკეტა კარადა კვლავ გასაღებით…

რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ შოკს ვიღებ, საერთოდ როგორ ქნეს. მერე როგორ წაიღეს, მანქანა სად ეყენათ, საერთოდ ჰყავდათ თუ არა. იქნებ ზურგით წაიღეს? მოკლედ ბევრი კითხვაა. თან საეჭვოა, რომ ჩემი მიკედლებული ძაღლების ყეფა მეზობლებს არ გაუგიათ. ისინი უცხო ადამიანს არ აჭაჭანებენ ხმის ჩაწყვეტამდე უყეფენ და ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევენ ხოლმე. ჰოდა, რავი აბა.”