საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია

საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია – ანრი ოხანაშვილი მელიაზე.

“საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია”, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას.

“საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია, არის ის პოლიტიკაში თუ საჯარო სექტორში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება. თუ ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება გაეცეს მას სამართლებრივად, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

წყარო: report.ge