სატელეფონო თანხაზე უარი ვთქვი, პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის! – ალეკო ელისაშვილი
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მან და მისმა თანაპარტიელმა პარლამენტში პრივილეგიებზე უარი თქვეს.
“პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:
1. სახელმწიფო ავტომანქანა
2. დაცვა
3. 700 ლიტრი ბენზინი
4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა
ლევანმა რა თქმა უნდა ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ – ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!” – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
წყარო: newposts.ge