თანამდებობას მოჰყვა პრივილეგიები – მანქანა, მძღოლი, ტელეფონის ხარჯი, ეს ყველაფერი არ მჭირდება – ლევან იოსელიანი.
პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტში ვიცე-სპიკერად არჩევას პრივილეგიები მოჰყვა, რომლით სარგებლობასაც არ აპირებს.
“როდესაც მივედი – ოპოზიციის კვოტით გვერგო ჩვენ, იცით, ეს თანამდებობა – ამის შემდეგ დავინახე, რამდენი პრივილეგიები მოჰყვება ამ თანამდებობას: მანქანა, მძღოლი, ბენზინი ტელეფონის ხარჯი და ა.შ. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ამისთვის იქ არ მოვსულვარ. არ მჭირდება იმიტომ, რომ ამის გარეშე შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც იქ ვაპირებ.
მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ბევრი, უამრავი პრობლემა არის, სადაც ადამიანები უბრალოდ შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა, ჩემი ამ პრივილეგიებით სარგებლობა, უბრალოდ უხერხული იქნება” – განაცხადა იოსელიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
წყარო: itv.ge