“ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ევროპულ საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება.
გოგორიშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადახედოს როგორც პარტიის სტრუქტურულ შემადგენლობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით პარტიიდან წასვლას არავინ არ აპირებს, ხოლო მეტი ინფორმაცია საზოგადობას რამდენიმე დღეში ეცოდინება, მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შეიკრიბება.
“მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ევროპულ საქართველოს წესების მიხედვით,ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოადგენლობას. პირდაპირ წერია, რომ გამომდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან მოხდება გადახედვა, თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება.
თუმცა, ეს არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით.
ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ვადგენთ წესებს ნებისმიერი არჩევნების დროს და როგორც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, ისე საპარლამენტო არჩევებზეც დავდეთ კონკრეტული წესი, ევროპული საქართველო არის პარტია, რომელიც თავის წესდებას სცემს პირველ რიგში პატივს და ამომრჩეველს სცემს პატივს, რადგან, როდესაც ორგანიზაციას აქვს მეტი ნდობა, მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს, რაიონულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ, როდესაც ნაკლები ნდობაა, დამოკიდებულებაც სხვანაირი უნდა იყოს.
რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და კონკრეტულად ლიდერების საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ, კონკრეტულად რა და როგორ, როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი” – განაცხადა გოგორიშვილმა.
წყარო: ptn.ge