ტყიბულში მეშახტეები ხელფასების კლებას აპროტესტებენ და შახტიდან არ ამოდიან

ტყიბულში 15-მდე მეშახტემ პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. ისინი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან.

შახტში დასაქმებულები ამ დროისთვის, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში არიან და არსებულ მდგომარეობას, სავარაუდოდ, კი ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.

მეშახტეების პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, რა გახდა პროტესტის მიზეზი, კომპანია არ საუბრობს.