VIDEO: სინოდის სხდომის კადრები საპატრიარქომ გაავრცელა

საქართველოს საპატრიარქოში ამ წუთებში სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

“პრაიმტაიმმა” გაარკვია რამდენიმე საკითხი, რომელსაც სინოდი სხდომაზე განიხილავს.

ჩვენი ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად დავით-გარეჯის საკითხი იქნება.

ამასთან წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც როგორც წესი დღის მეორე ნახევარში საჯაროვდება, საუბარი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზიც.

“ისეთი ამბავია ატეხილი, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ სინოდის განჩინებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინაზე საუბარი, ზოგადად როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციითვე სინოდი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავას თემაზეც იმსჯელებს.

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის კადრებს ავრცელებს

წყარო: ptn.ge