ადამიანები საცხოვრებელ ადგილებს შეიცვლიან, დისტანციური შეხვედრები ნორმად იქცევა… – ბილ გეიტსი ასახელებს 6 ცვლილებას, რომელიც მსოფლიოს პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდება!
Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი 6 ცვლილებას ასახელებს, რომელიც მისი აზრით მსოფლიოს პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდება. ინფორმაციას INC-ი ავრცელებს.
დისტანციური შეხვედრები ნორმად იქცევა
გეიტსის თქმით, პანდემია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ფორმატს მთლიანად შეცვლის. კერძოდ, მომავალში პარტნიორების პირადად შეხვედრა საჭირო აღარ იქნება და ის მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
დაინერგება მრავალი ახალი კომპიუტერული პროგრამა
Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, პანდემიის შემდეგ ონლაინ კომუნიკაციის საშუალებები და პროგრამები სწრაფად განვითარდება.
ოფისებში კომპანიები მონაცვლეობით იმუშავებენ
გეიტსის თქმით, კომპანიები დისტანციურად მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ. ოფისში გათავისუფლებულ ფართს კი სხვა კომპანიებს მიაქირავებენ. შედეგად, ერთ ოფისში რამდენიმე კომპანია ერთად მოიყრის თავს.
ადამიანები საცხოვრებელ ადგილებს შეიცვლიან
ბილ გეიტსის თქმით, იმის გამო, რომ ადამიანები მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ, აღარ დასჭირდებათ ამისათვის დიდ ქალაქებში ცხოვრება.
სამყარო ჩვეულ ცხოვრებას დიდხანს არ დაბრუნდება
ბილ გეიტსი ამბობს, რომ ვაქცინის შემთხვევაშიც კი სამყარო დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდება, სანამ მთელი მსოფლიო ვირუსს არ დაამარცხებს.
შემდეგი პანდემია ნაკლებად საზიანო იქნება
გეიტსი იმედოვნებს, რომ შემდეგ პანდემიას მსოფლიო გაცილებით მომზადებული დახვდება.
“მთავარი მიზეზი, რის გამოც მომავალი პანდემიები ნაკლებად დამანგრეველი იქნება, არის ის, რომ ჩვენ უფრო მომზადებულები დავხვდებით. მეორედ, ჩვენ ასე სულელები არ ვიქნებით” – აცხადებს ბილ გეიტსი.
წყარო: report.ge