ჩინეთმა საკუთარ ტერიტორიაზე BBC World News მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მიერ მაუწყებლობის წესების სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. ჩინეთის ხელისუფლების აზრით, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები სამართლიანი და ობიექტური არ იყო და ჩინეთის ეთნიკურ სოლიდარობას ძირს უთხრიდა.
გასულ კვირას ინგლისურენოვან ჩინურ ტელეარხს China Global Television Network-ს (CGTN) დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა. სწორედ ამის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს BBC-ის სიუჟეტების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.