დაპირისპირება” ქართული ოცნების” ოფისთან

“ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის წუხელ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 2 პირი დააკავა. მოქალაქეები შენობაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაკავებულია ორი აქტივისტი, ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით – “სისტემა კლავს!”

აქციაზე ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.

 

“რუსთავი2”