ისტორიკოსის, ენათმეცნიერისა და ფილოლოგის გურამ შარაძის შესახებ დიდი ხანია აღარც პრესაში და აღარც ტელევიზიაში არაფერი დაწერილა და თქმულა. ერთადერთი, ფრაზა, რაც ხშირად გვესმის „შარაძის მკვლელობის საქმე“ შეიძლება იყოს.
სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის მამამის მკვლელის ვინაობას ასახხელებს. „ეს დათა ახალაის ბანდის წევრი, სპეცრაზმელი გია ფაჩულიაა, მამაჩემის ერთ-ერთი მკვლელი (შემსრულებელი), რომელიც გადამოწმებული ინფორმაციით, დღეს, სამეგრელოში, შსს–ს დაქვემდებარებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ერთ–ერთი განყოფილების უფროსია. ქვემოთ იხილავთ ამონარიდებს დაკითხვის ოქმებიდან. პირველი ეკუთვნის გურიკა ქადარიას, მეორე გია ფაჩულიას. შეგახსენებთ, რომ გურიკა ქადარია არის ყოფილი პოლიციელი, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი, გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ხოლო გია ფაჩულია, თემურ ჯგერენაიასთან ერთად, მამაჩემის ერთ-ერთი მკვლელია.