ამისთანა რა მოთმინების უნარი გვაქვს, რომ ვითმენთ, ვითმენთ, ვითმენთ. ამ მოთმენა- მოთმენაში ყველაფერი შეგვიბილწეს: ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყველაზე წმინდას ეხებიან – ჩვენს მხცოვან, დამსახურებულ, ჩვენთვის მლოცველ პატრიარქს ცილს სწამებენ… ცილისწამებასაც გააჩნია, ყველაზე საშინელი ტყუილი შეთხზეს! ჩაქრება შეტევა – განახლდება! მინელდება – აფეთქდება! ჩვენ კი, ვითმენთ, ვითმენთ, ვითმენთ… და ლამაზად ირითმება კითხვაც: როდემდე, როდემდე, როდემდე? აღარაფერი დარჩათ აღარც შესაბილწი, აღარაც დასაცინი, აღარც გასანადგურებელი. გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ, არაა ამდენი თმენა საჭირო.
ისმება კითხვაც, სადაა ასეთ დროს სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები, სად, რომელი ჭუჭრუტანიდან უყურებენ პატრიარქის ლანძღვას და ცილისწამებას?!
ეკლესია, მართლმადიდებლობა ჩვენი ეროვნული ცნობიერების ფუნდამენტია, ჩვენი სული და გულია. თუ ეკლესიას წააქცევენ, საქართველოც წაიქცევა. ცრუ პეტრე ინსტრუმენტია. პროცესს უფრო ფართო მასშტაბში თუ შევხედავთ, უნდა გვესმოდეს, რომ მოთმინებით, სიჩუმით და ურეაქციობით ამ ომს ვერ მოვიგებთ. წაგვაქცევენ, წაგვაქცევენ, წაგვაქცევენ!”