12 თებერვლიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მთივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.
12 თებერვლიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება. ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:
ნატახტარი – მესტია – ნატახტარი
ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი
გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია“ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge