თინა ხიდაშელი – მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა

მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა-სიტყვითი აღსრულების წესებით – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

წყარო: ptn.ge