თუ ადამიანს კოვიდის ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს, ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ 14 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევს – აშშ-ს СDС-ი
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, თუ ადამიანს კოვიდის ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს, ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ 14 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
თუმცა, როგორც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, კონტაქტის შემდეგ ადამიანები მაინც უნდა დააკვირდნენ თავიანთ მდგომარეობას და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის ორგანოებს.
წყარო: newposts.ge