WHO: ნორვეგიაში “ვითელი ცხელების“ ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს.
გასული თვის დასაწყისში აღმოჩენილი ნიგერიული “ყვითელი ცხელების” ეპიდემიური ვითარება უარესდება და უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს, მსგავსი ფაქტები ქვეყნის 36 შტატიდან უკვე ხუთ შტატში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 530 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებულია, მათგან 172 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის შემთხვევები დელტაში, ენუგუსში, ბენუესსა და ებონიის შტატებში, სამხრეთ ნიგერიაში და ბაუჩას ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი ტარიკ ჯასარევიჩი ამბობს, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.
“რეაგირება განსაკუთრებით რთულია COVID-19 კონტექსტში, რადგან ის ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემისგან მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსებს.
სახელმწიფო ორგანოები ამჟამად კონცენტრირებულნი არიან COVID-19 პანდემიურ რეაგირებაზე. განაწილდეს ადამიანური რესურსები, რომლებიც საჭიროა გამოკვლევებისა და რეაგირების ღონისძიებების ჩატარებაში, “ყვითელი ცხელების” ეპიდემიისთვის” – თქვა ჯასარევიჩმა.
წყარო: itv.ge