ბარი, რომელიც “კომენდანტის საათის” დროს იმუშავებს – დეტალები

გირჩი – თავისუფლებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაუმორჩილებლობის ნიშნად, ხვალ ბარს ხსნის.

როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც და მისი გახსნა მიმართულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

“13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი “ჯაფარასთან”. ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე​. გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა”