FIBA-მ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წინ განახლებული Power Ranking-ი შეადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებმა მთელი 6 პოზიციით წინ წაიწია.
გარდა იმისა, რომ საქართველო მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა, ილიას ზუროსის გუნდმა ისეთ ნაკრებებს აჯობა, როგორებიც სლოვენია, ესპანეთი და სერბეთი არიან.
‘საქართველო კვლავ შესანიშნავია. 4:0-ზე ისინი მასპინძლები იქნებიან. სულ ესაა”, – წერს FIBA-ს ოფიციალური საიტი საქართველოს ნაკრების შესახებ.