მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე პარტია “გირჩის” წევრებს პედოფილებს უწოდებს.
დოლიძე სოციალურ ქსელში “გირჩის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაზიარებული მასალის სქრინს აქვეყნებს.
“ეს არ არის პირველი და ბოლო პედოფილური განცხადება ამ პარტიიდან. ეს არის პედოფილების პარტია და იმედი მაქვს რომ ამომრჩეველი ამ ჯერზე მაინც კარგად დაიმახსოვრებს ვის აძლევს ხმას. ყველა ბავშვზე ძალადობა და სიკვდილი ამათ კისერზეცაა. PS ერთადერთი გზა გამიჯვნის არის პარტიის პოლიტსაბჭო გამოვიდეს განცხადებით და საჯაროდ გაემიჯნოს პედოფილიის გამართლებას” – წერს ანა დოლიძე.
წყარო: itv.ge