ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხელისუფლებასთან და კონსტრუქციულ რეჟიმში ვმსჯელობთ, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 15 თებერვლიდან იხსნება გარე სივრცეები რესტორნებისთვის, რაც არ არის სფეროსთვის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის ის მცირედი, რითაც შეიძლება დავიწყოთ.
„15 თებერვლიდან იხსნება გარე სივრცეები რესტორნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის სფეროსთვის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის ის მცირედი, რითაც შეიძლება დავიწყოთ და ეტაპობრივად გავხსნათ შიდა სივრცეები, საუბარი დავიწყოთ კომენდანტის საათის გადაწევაზე. რა თქმა უნდა, სფერო ურთულეს ვითარებაშია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან და კონსტრუქციულ რეჟიმში ვმსჯელობთ“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
“იმედინიუსი”