ქუთაისში 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარედ, 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.

არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები სახლში შევიდნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს, მამაკაცის საწამებლად უთო გამოიყენეს.

მამაკაცი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

 

“რეზონანსი”