რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისში მომუშავე დიპლომატი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. მათ შორის საქართველოში მომუშავე დიპლომატიც არის. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

დიპლომატებს ჯილდო გადაეცათ „საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისა და მრავალწლიანი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის”. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელს დიმიტრი ტროფიმოვს გადაეცა მეორე ხარისხის მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“.