ოდესაში მეზღვაურებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს. აქციაში მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილიც. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი PavlovskyNews ავრცელებს.
„მეზღვაურები უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების უმოქმედობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათთან მივიდა მიხეილ სააკაშვილიც“ – ნათქვამია არხის შეტყობინებაში.