535 ინფიცირებული და 757 გამოჯანმრთელებული

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 შემთხვევა გამოვლინდა – stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 2 65 200 ადამიანი დაინფიცირდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 757 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 257441-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3343-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 27187 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18381, PCR ტესტით – 8806.

დადებითობის მაჩვენებელი – დღიური –  1,97%-ია, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო 7 დღის კი –  2,75%.