შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. პროექტის განხორციელების მიზნად, “მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლება” დასახელდა. ინფრომაციას აღნიშნული განყოფილება თავის FB-ის გვერდზე იუწყება.
წყაროს ცნობით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს 31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა.
ინფორმაციის მიხედვით, ინკასაციის სამმართველოს 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის ავტომობილები გადაეცა. ისინი განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ შეჯავშვნის ავტომობილებიდან 8 „ფორდის“ მოდელის მიკროავტობუსი, როგორც საქალაქთაშორის, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის გადანაწილდა, დარჩენილი 2 – მაღალი ტვირთამწეობის „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი კი, მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.
ამასთან ერთად, ახალი ავტომობილები დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურსა და მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოსაც დაემატა.
“დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება” – წერია განცხადებაში.
წყარო: report.ge